ორბანის თქმით, უნგრეთი რუსეთთან ურთიერთობაში „ყველაფრის გადარჩენას ცდილობს“
17/10/2023 11:29:37 მსოფლიო
ჩინეთში, "ერთი სარტყელი ერთი გზის" ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის.
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია, არ შეიძლება, კმაყოფილება არ გამოიწვიოს, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპის მრავალ ქვეყანასთან შენარჩუნებული და განვითარებულია. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გასული ათწლეულების განმავლობაში რუსეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები იგებოდა „მხოლოდ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე, ყველფერ იმ პოზიტიურზე დაყრდნობით, რაც წარსულიდან მივიღეთ“. მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანია შესაძლებლობა გვქონდეს „ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში უნგრეთთან, აზრების გაცვლა არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ მსოფლიოში, ევროპაში არსებულ ვითარებაზეც“.
მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანია შესაძლებლობის ქონა, „ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში უნგრეთთან, აზრების გაცვლის არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ მსოფლიოში, ევროპაში არსებულ ვითარებაზეც“.
„ინტერფაქსის“ ცნობით, ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ ესწრაფვის რუსეთთან დაპირისპირებას და ცდილობს მოსკოვთან ურთიერთობა შეინარჩუნოს იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა ანტირუსული სანქციები.
მისი თქმით, უნგრეთი რუსეთთან ურთიერთობაში „ყველაფრის გადარჩენას ცდილობს“.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ შევინარჩუნოთ თანამშრომლობა არა მხოლოდ საკომუნიკაციო, არამედ ეკონომიკურ დონეზე, სანამ ეს შესაძლებელია“, - განაგრძო ორბანმა.
მან მადლობა გადაუხადა "როსატომს" ბუდაპეშტთან და "გაზპრომთან" მიმდინარე პარტნიორობისთვის, არსებული კონტრაქტების შესრულებისთვის.
უნგრეთის ლიდერის პრესმდივნის თქმით, შეხვედრაზე ორბანმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „მთელი კონტინენტისთვის, უნგრეთის ჩათვლით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლტოლვილების ნაკადის, სანქციების და საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას“.
კრემლის ვებსაიტზე მოლაპარაკებების ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა. ის არ მოიცავს ორბანის სიტყვებს ლტოლვილთა ნაკადის და საბრძოლო მოქმედებების შეჩერების მნიშვნელობის შესახებ. ამავდროულად, კრემლის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა წუხილი გამოთქვა, რომ „სამხედრო ოპერაციისა და სანქციების გამო, ჩვენი [ქვეყნებს შორის] ურთიერთობები ძალიან დაზარალდა“.
მანამდე ვიქტორ ორბანი თბილისს ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას "მისაბაძი ლიდერი"უწოდა.


