Accentnews.ge
თბილისში ალექსეი ნავალნის პორტრეტი გამოჩნდა

თბილისში ალექსეი ნავალნის პორტრეტი გამოჩნდა

17/10/2023 10:41:55 საზოგადოება

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის პორტრეტი გამოჩნდა რუსულ ენაზე წარწერით,„ნავალნის 1000 დღე“. ამის შესახებ გამოცემა Paper Kartuli იტყობინება.

პორტრეტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელ X (Twitter) გამოაქვეყნეს ნოვოსიბირსკის ოლქის ქალაქ ბერდსკის დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა დარია არტამონოვამ და ნოვოსიბირსკის საკრებულოს ყოფილმა კანდიდატმა ვიაჩესლავ იაკიმენკომ.

არტამონოვამ ფოტო დააწერა: „რა ლამაზი გახდა თბილისი“. "პოსტის" ქვეშ წარიმართა დებატები იმის თაობაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი პორტრეტი საქართველოს დედაქალაქში. ბევრმა გაიხსენა, რომ ნავალნიმ წარსულში ქართველებს "მღრღნელები" უწოდა. მოგვიანებით ნავალნიმ არაერთხელ მოიხადა ამისთვის ბოდიში. უკრაინულ ენაზეც დაფიქსირდა ნეგატიური კომენტარები.

მომხმარებლებმა ასევე განაცხადეს, რომ პორტრეტი უცნობმა პირებმა დააზიანეს.

ნავალნი ათასი დღეა, გისოსებს მიღმა იმყოფება. ოპოზიციონერის მხარდამჭერი აქცია 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოში მძიმე მოწამვლის სიმპტომებით გადაიყვანეს. მას ბერლინის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი შეიძლებოდა რუსული წარმოების შხამით მოწამლულიყო. ნავალნის მომხრეებმა FSB და ქვეყნის ხელისუფლება მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ნავალნი დააკავეს და გაგზავნეს კოლონიაში. მოგვიანებით ოპოზიციონერის წინააღმდეგ რამდენიმე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის ცხრაწლიან სასჯელს ვლადიმირის რეგიონის კოლონიაში იხდის. აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ ნავალნის 19 წელი მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S