პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდა
17/10/2023 09:55:42 მსოფლიო
პოლონეთის სეიმის არჩევნებში კენჭისყრის საბოლოო შედეგები სამშაბათს სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა.
საარჩევნო უბნების ოქმების 100% –ის დათვლის შემდეგ ამგვარი სურათი გამოიკვეა:
- „კანონმა და სამართალმა“ მიიღო ხმების 35,38% (194 მანდატი);
- „სამოქალაქო კოალიცია“ – 30,7% (157 მანდატი);
- „მესამე გზა“ – 14,4% (65 მანდატი);
- “ლევიცა” – 8,61% (26 ადგილი);
- „კონფედერაცია“ - 7,16% (18 მანდატი).
ამომრჩეველთა აქტივობამ 74,38% შეადგინა. ეს არის რეკორდული აქტივობა პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში.
ახლა მოსალოდნელია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მთავრობის ჩამოყალიბების დავალებას მისცეს მმართველ პარტიას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "კანონი და სამართალი" 15 ოქტომბრის არჩევნებში ლიდერობს, სამ ოპოზიციურ პარტიას ერთად აქვს საკმარისი ხმები მთავრობის ფორმირებისთვის.


