გენშტაბი: უკრაინელებმა ორი რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს აეროდრომებზე
17/10/2023 08:12:36 მსოფლიო
უკრაინის სარაკეტო ძალების ნაწილებმა დაარტყეს ორი რუსულ ვერტმფრენს აეროდრომზე, რუსული ჯარების საბრძოლო მასალის საცავს და საარტილერიო იარაღს, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 17 ოქტომბრის დილის ანგარიშში. დეტალები მითითებული არ არის.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორატმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბრის ღამეს უკრაინელმა ჯარებმა წარმატებით დაარტყეს ვერტმფრენებსა და აღჭურვილობას რუსული ჯარების აეროდრომებზე ოკუპირებულ ლუგანსკთან და ბერდიანსკთან.
ღამით ამ ქალაქების მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს. მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ბერდიანსკში მომხდარი აფეთქებების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების "ტავრიის" ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა ერთი კვირის განმავლობაში გაანადგურეს სამი რუსული სუ-25–ის მოიერიშე თვითმფრინავი. მან არ დააკონკრეტა სად და როდის მოხდა ეს.
15 ოქტომბერს აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი მი-8.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 318 თვითმფრინავი და 317 ვერტმფრენი დაკარგა. მოსკოვი არ საუბრობს საკუთარ დანაკარგებზე.


