Accentnews.ge
შეკვეთილში მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შეკვეთილში მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

17/10/2023 07:36:06 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის გამო, 3 ოქტომბერს ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S