Accentnews.ge
უკრაინა რუსულ აეროდრომებზე დარტყმის შესახებ იუწყება

უკრაინა რუსულ აეროდრომებზე დარტყმის შესახებ იუწყება

17/10/2023 07:25:03 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა წუხელ იერიში მიიტანესოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკთან და ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ქალაქ ბერდიანსკთან მდებარე რუსეთის აეროდრომებზე, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი.

მისი ინფორმაციით, რუსულ ვერტმფრენებზე დარტყმები წარმატებული იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, სარაკეტო ჯარებმა გაანადგურეს 2 ვერტმფრენი, საბრძოლო მასალების საწყობი და საარტილერიო საშუალებები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბერდიანსკსა და ლუგანსკთან შეტევების შესახებ არაფერი უთქვამს. ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის ე.წ. ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა გასულ ღამით ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ ბერდიანსკში აფეთქებები იყო და წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქის გარეუბანში ერთი რაკეტა ჩამოაგდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S