Accentnews.ge
პუტინი ჩინეთში ჩავიდა

პუტინი ჩინეთში ჩავიდა

17/10/2023 05:45:27 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც იგი ფორუმს "ერთი სარტყელი, ერთი გზა" დაესწრება, -იუწყება რუსული მედია.

მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ლიდერი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან.

ვლადიმერ პუტინი 18 ოქტომბერს, ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვა. იმავე დღეს შეხვდება იგი ჩინეთის ლიდერებსაც.

კრემლის ინფორმაციით, დღის წესრიგი მოიცავს ორმხრივი ურთიერთობებისა და „უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების“ საკითხების განხილვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S