ბრიუსელში მომხდარი სავარაუდო ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა გაუქმდა
17/10/2023 05:12:40 მსოფლიო
ბრიუსელში მომხდარი სროლის გამო, რასაც შვედეთის საფეხბურთო კლუბის სავარაუდოდ, 2 გულშემატკივარი შეეწირა, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება ბელგიისა და შვედეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის მეორე ტაიმის შეწყვეტის შესახებ. პირველი ტაიმი გუნდებმა ანგარიშით 1:1 დაასრულეს.
უეფამ აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე გუნდის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ პოლიციასთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.
ადგილობრივი მედიისა და სოციალური ქსელების ინფორმაციით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა მატჩის დაწყებამდე გახსნა ცეცხლი და სკუტერით მიიმალა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებსაც შვედური საფეხბურთო ნაკრების მაისური ეცვათ.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ მომხდარ სროლას ისინი ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ.
ინცინდენტის სხვა დეტალები უცნობია.
მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნის ოპერაცია.
გამოცემა Sudinfo წერს, რომ თავდამსხმელმა სოციალური ქსელით გაავრცელა ვიდეომიმართვა. მასში იგი აცხადებს, რომ IS-ის ("ისლამური სახელმწიფოს") წევრია და ამაყობს, რომ მან ურწმუნოები დახოცა.


