Accentnews.ge
გენერალი ტარნავსკი: უკრაინელებმა ერთი კვირის განმავლობაში დონეცკის რეგიონში სამი რუსული სუ-25 გაანადგურეს

გენერალი ტარნავსკი: უკრაინელებმა ერთი კვირის განმავლობაში დონეცკის რეგიონში სამი რუსული სუ-25 გაანადგურეს

16/10/2023 20:06:17 მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა, ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში დონეცკის რეგიონში სამი რუსული სუ-25–ის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს, იტყობინება ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ტავრიას" მეთაური, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი.

მას დეტალები ზრ დაუზუსტებია.

ტარნავსკიმ დასძინა, რომ დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა შეასრულეს 1321 საცეცხლე მისია, მათ შორის გაანადგურეს ოთხი ჯავშანტექნიკა, რვა საარტილერიო სისტემა, საჰაერო თავდაცვის სისტემა, სუ-25 თვითმფრინავი და 13 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ვერტმფრენი მი-8 ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 318 თვითმფრინავი და 317 ვერტმფრენი დაკარგა. ბოლო 24 საათის განმავლობაში - ერთი თვითმფრინავი და ვერტმფრენი. მოსკოვი არ იტყობინება საკუთარი დანაკარგების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S