ბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, არის მსხვერპლი
16/10/2023 19:38:54 მსოფლიო
ბრიუსელში, მეფე ბოდუენის სახელობის სტადიონთან უცნობმა შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.
მედიის ცნობით, სროლის ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:15 წუთზე გაისმა. არსებული ცნობებით, ერთი ადამიანი სახლის სადარბაზოში მოკლეს, ორი კი ტაქსიში ჩაცხრილეს. ყველა გარდაცვლილი შვედეთის მოქალაქე იყო.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა სროლის დროს „ალაჰ აკბარ“ დაიყვირა. ის სკუტერზე იჯდა და კალაშნიკოვის ავტომატიდან ისროდა.
სამართალდამცავები სროლაში ეჭვმიტანილებს ეძებენ. დაზუსტებით უცნობია, საუბარია ერთ ადამიანზე თუ მეტზე. ამასთან, Le Soir-ის ცნობით, ტერაქტის ვერსია ახლა ბელგიის სამართალდამცავებისთვის პრიორიტეტულია: შესაძლო თავდამსხმელის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოები მიუთითებს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" მის კავშირზე.


