Accentnews.ge
ლაიენი: ეგვიპტის გავლით ღაზას მიმართულებით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ვხსნით

ლაიენი: ეგვიპტის გავლით ღაზას მიმართულებით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ვხსნით

16/10/2023 19:17:13 მსოფლიო

ევროკავშირი ეგვიპტის გავლით ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტირანაში, ბალკანეთის სამიტზე ისაუბრა.

მისი თქმით, პირველი რეისების განხორცელება მიმდინარე კვირიდან არის მოსალოდნელი.

„პალესტინელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ. ჩვენ ვხსნით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ღაზას მიმართულებით ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი მიმდინარე კვირაში შედგება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S