უშაკოვი: ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
16/10/2023 18:27:03 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი ავრცელებს.
სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად დახმარება შესთავაზა.
პუტინმა ნეთანიაჰუს ირანის, სირიის, ეგვიპტისა და პალესტინის პრეზიდენტებთან საუბრის შესახებ აცნობა.


