Accentnews.ge
შავ ზღვაში, რუმინეთის მახლობლად ნაღმს ტანკერი შეეჯახა

შავ ზღვაში, რუმინეთის მახლობლად ნაღმს ტანკერი შეეჯახა

16/10/2023 15:49:29 მსოფლიო

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან ნაღმს შეეჯახა. ინციდენტის შესახებ, რომელიც 15 ოქტომბერს მოხდა, Sky News იუწყება.

იუწყებიან, რომ Ali Najafov–მა დაზიანება მიიღო, თუმცა ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

საკონსულტაციო კომპანია Bosphorus Observer-ის ხელმძღვანელის იორუკ ისიკის თქმით, ტანკერი სულინას არხთან ახლოს გადიოდა.

მომხდარს უკრაინული წყაროებიც ადასტურებენ.

ეს ამ თვეში მეორე გემია, რომელიც მცურავი ნაღმის გამო დაზიანდა. მაგალითად, Reuters წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თურქული სატვირთო გემი 5 ოქტომბერს შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროებთან ნაღმს შეეჯახა, მაგრამ თითქმის დაუზიანებლად გადარჩა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S