სუნაკი: გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად
16/10/2023 15:34:33 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა რიში სუნაკმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს ისრაელს, დაიცვას თავი ტერორისტებისგან.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები", - თქვა სუნაკმა.
მისივე თქმით, ისრაელის დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა მოხდეს.
ამასთან, აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ისრაელს დახმარებას კვლავ გაუწევს:
"როგორც მეგობარი, ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად".


