Accentnews.ge
NATO ბირთვული შეკავების ყოველწლიურ წვრთნებს იწყებს

NATO ბირთვული შეკავების ყოველწლიურ წვრთნებს იწყებს

16/10/2023 15:29:17 მსოფლიო

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ორშაბათს იწყებს ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს Steadfast Noon, რომელშიც მონაწილეობს 13 წევრი ქვეყნის ექვს ათეულამდე თვითმფრინავი. ამის შესახებ ნატო–ს პრესსამსახური იუწყება.

ალიანსი ხაზს უსვამს, რომ Exercise Steadfast Noon არის „დაგეგმილი სასწავლო ღონისძიება, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია, რაც ყოველწლიურად ტარდება".

წლევანდელ მანევრებში იტალიაში, ხორვატიასა და ხმელთაშუა ზღვაზე ჩართავენ სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავს, მათ შორის მოწინავე გამანადგურებლებს და ამერიკული B-52 ბომბდამშენებს.

Steadfast Noon მოიცავს გამანადგურებელ თვითმფრინავებს, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების ტარება, მაგრამ არ მოიცავს მათ გამოყენებას.

ნატო ხაზს უსვამს, რომ მანევრები ტარდება „რუსეთის საზღვრებიდან მინიმუმ 1000 კილომეტრში“ და „არ არის დაკავშირებული მსოფლიოს მიმდინარე მოვლენებთან“.

სწავლება სავარაუდოდ 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გასულ კვირას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ Steadfast Noon დაეხმარება ალიანსის ბირთვული შეკავების სანდოობის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას: „ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ ნატო იცავს და დაიცავს ალიანსის თითოეულ წევრს“.

სტოლტენბერგმა ასევე უპასუხისმგებლო უწოდა მოსკოვის მუქარას ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ რუსული ბირთვული ძალების განლაგებაში ცვლილებები არ მომხდარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S