საფრანგეთის საჰაერო კოსმოსური ძალების დანაყოფი რუმინეთში ჩავიდა Rafale–ს თვითმფრინავებთან ერთად
16/10/2023 15:16:11 მსოფლიო
ორშაბათს, 16 ოქტომბერს საფრანგეთის საჰაერო კოსმოსური ძალების დანაყოფი 40 სამხედროს და სამი მრავალფუნქციური თვითმფრინავ Rafale–ს შემადგენლობით, ჩავიდა რუმინეთში.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფრანგული თვითმფრინავები ქალაქ ბორჩეაში 86-ე საავიაციო ბაზაზე დაეშვნენ.
ფრანგი სამხედროები საწვრთნელ მისიებს რუმინელ პილოტებთან ერთად F-16 თვითმფრინავებზე შეასრულებენ.
”ერთობლივი სასწავლო მისიები ხელს უწყობს სწრაფი რეაგირებისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე რუმინეთის საჰაერო ძალებსა და საფრანგეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს შორის თავსებადობის ამაღლებას”, - აღნიშნა რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ.
აგვისტოში რუმინეთმა გამოაცხადა, რომ ელოდება საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც მას საშუალებას მისცემს, დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16–ებზე. მაშინ რუმინეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ წვრთნებისთვის ლოჯისტიკა უკვე მომზადებული იყო.
ბუქარესტში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა გამოაცხადა შეთანხმება რუმინეთთან F-16-ზე სწავლების დაჩქარების შესახებ.


