Accentnews.ge
IDF–მა "სახმელეთო ოპერაციის დაგვიანების" მიზეზი განმარტა

IDF–მა "სახმელეთო ოპერაციის დაგვიანების" მიზეზი განმარტა

16/10/2023 13:09:52 მსოფლიო

ისრაელში დაფიქსირებული უამინდობა გავლენას არ ახდენს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის გეგმებზე, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა არიე შარუზ შალიკარმა გერმანულ ტელეარხ ARD-ზე.

სპიკერის თქმით, შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ისრაელის სურვილი, „ევაკუაციის შესაძლებლობა მისცეს ღაზას სექტორში მყოფი მშვიდობიან მოქალაქეებს ჩრდილოეთიდან", სადაც ოპერაცია იგეგმება".

IDF სპიკერმა ასევე მოუწოდა ეგვიპტეზე ზეწოლის განხორციელებისკენ, რათა მიიღოს მან ლტოლვილები ღაზას სექტორთან:

”ჩვენ არ ვართ დაინტერესებული უდანაშაულო ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების ან მოხუცებისთვის ზიანის მიყენებით.”

მისი თქმით, IDF-ის მიზანია, გაანადგუროს ”ჰამასის" და დაისაჯოს ის „7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული მასიური თავდასხმისთვის".

IDF-ის ინფორმაციით, ღაზას ქალაქიდან სამხრეთით 15 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ მცირე 600 ათასი პალესტინელი იქნა ევაკუირებული. მანამდე ისრაელმა მოუწოდა ღაზას სექტორიდან 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციისკენ და გააფრთხილა ისინი საომარი მოქმედებების გარდაუვალი დაწყების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S