Accentnews.ge
ლატვიამ საბოლოოდ დახურა ორი საგუშაგო რუსეთთან საზღვარზე

ლატვიამ საბოლოოდ დახურა ორი საგუშაგო რუსეთთან საზღვარზე

16/10/2023 12:36:34 მსოფლიო

ლატვიაში რუსეთთან საზღვარზე არსებული ვიენტულისა და პედეძის საგუშაგოები დაკეტილია. ამის შესახებ ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჩარდ კოზლოვსკისმა განაცხადა.

მან დასძინა, რომ საზღვრის დაცვის უფროსის გუნტარ პუჯატსის ცნობით, წუხანდელმა ღამემ ინციდენტის გარეშე ჩაიარა – სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტერიტორია დატოვეს.

„საზღვრის ჩაკეტვამ შეუფერხებლად ჩაიარა. იმ მომენტიდან, როდესაც ლატვიის მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რუსული სამსახურები მუშაობდნენ ძალიან ნელა - არ ვიტყვი, რომ ბევრი, მაგრამ მაინც დაგროვდა ხალხი ვიენტულაში“, - თქვა მან.

საგუშაგოებზე უკვე დამონტაჟდა ბეტონის ჩამკეტი ბლოკები და საგუშაგოები ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე არ რჩება. ვიენტულისა და პედეძის მესაზღვრეები გადამისამართდებიან სხვა საგუშაგოებზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ლატვია-რუსეთის საზღვარზე გრებნევოსა და ტერეხოვოს სასაზღვრო პუნქტები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა რიგებია:

„რუსეთმა შეანელა სასაზღვრო პუნქტების გადაკვეთის პროცესი - რამდენიმე საათის განმავლობაში საზღვრებს არავინ კვეთდა, შემდეგ საათში მხოლოდ ერთი“, - განმარტა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, უნდა დაველოდოთ, რა ქმედებებს მიმართავს რუსეთის ფედერაცია:

"მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სწორედ მათმა მიზანმიმართულმა ქმედებებმა გამოიწვია ეს მდგომარეობა. შენგენის ზონაში არის 32 პუნქტი რუსეთთან საზღვრის გადაკვეთისთვის. და ეს რომ ყოფილიყო მიზეზი, მათი რაოდენობის შემცირება შესაძლებელი იქნებოდა".

ცოტა ხნის წინ ლატვიაში მომზადდა მთავრობის დადგენილების პროექტი რუსეთთან საზღვარზე ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მუშაობის შეჩერების შესახებ. როგორც ლატვიაში აღნიშნეს, შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგა რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის მისი ტერიტორიიდან მესამე სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლისას დაწესებული შეზღუდვების გამო . კერძოდ, თითქოს ვიენტულისა და პედეძის საგუშაგოებს არ გააჩნიათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ „გაუმკლავდნენ მგზავრთა მოძრაობის ზრდას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S