Accentnews.ge
სენაკის მერი სტიქიის ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მერი სტიქიის ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

16/10/2023 12:30:08 რეგიონები, რეკლამა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, ჭავჭავაძისა და ჯიხას ქუჩებზე - სტიქიის ობიექტებზე იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

სენაკის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ღელე ,,ხაბაზეთსა” და ცენტრალურ კოლექტორზე, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები, თავისი შენაკადებით; ღირებულებით - 506 000 ლარი; ჯიხას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, გრძელდება დაზიანებული სანიაღვრე არხების რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები, თავისი შენაკადებით; ღირებულებით - 279 980 ლარი.

სამუშაოებს შპს ,,კოლხიდა’’ ახორციელებს.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S