Accentnews.ge
"თუ სამ მოსამართლეს უწერია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, გამოდის, რომ ისინი ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან"

"თუ სამ მოსამართლეს უწერია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, გამოდის, რომ ისინი ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან"

16/10/2023 12:25:56 პოლიტიკა, სამართალი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტირუციო სასამართლოს სამი მოსამართლე კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდება.

„თუ ამ სამ მოსამართლეს თავის განსხვავებულ აზრში უწერია ის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, გამოდის, რომ ისინი ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდებიან. ეს, ასე ვთქვათ წარმოუდგენელი რამაა, რაც არ მინდა უბრალოდ, რომ დავუშვა. არ მინდა დავუშვა ის, რომ ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად იწოდებიან, ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს, საპარლამენტო მმართველობის სისტემას დაუპირისპირდნენ, ეს იქნებოდა დანაშაულებრივი ქმედება, არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას. შეიძლება, მაინც და მაინც, სისხლის სამართალი არ ვიგულისხმო ან ვიგულისხმო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ მათ თუ ასეთი რამ დაწერეს, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ერთგვარი დანაშაულებრივი ქმედება იმიტომ, რომ ეს იქნებოდა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S