Accentnews.ge
Sky News: "ჰამასის" მსხვერპლთა 80% ნაწამებია

Sky News: "ჰამასის" მსხვერპლთა 80% ნაწამებია

16/10/2023 10:38:23 მსოფლიო

ისრაელში, კიბუც კფარ-აზაში პალესტინური რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" მსხვერპლთა თითქმის 80% დაექვემდებარა წამებას. ამის შესახებ ბრიტანულ Sky News-ს განუცხადა იოსი ლანდაუმ, მოხალისეთა სამოქალაქო ორგანიზაციის "ზაკას" ხელმძღვანელმა სამხრეთ რეგიონში, რომელიც დაღუპულთა ცხედრების გადამოსვენებით არის დაკავებული. ბოევიკებმა სხვადასხვა კიბუცში დახოცეს, გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს მსხვერპლთა უმეტესობა, მოკვეთეს მათ ხელები, ფეხები და თავები.

არხის ცნობით, ზოგიერთ ბავშვს აბამდნენ და ცოცხლად წვავდნენ, ხშირად ბოევიკები მთელ ოჯახებს ხოცავდნენ. ლანდაუმ გაიხსენა, რომ კფარ–აზსა და ბეერიში 280 ცხედარი იპოვეს. მან თქვა, რომ მოხალისეებმა კიბუციებში ორ ლოკაციაზე აღმოაჩინეს ერთად თავმოყრილი ცხედრები. თითოეულგან 10 ბავშვი იყო. მათ ზურგს უკან ჰქონდათ ხელები შეკრული, სხეულები – დამწვარი.

ჟურნალისტებმა მოინახულეს რამდენიმე ადგილი, სადაც "ჰამასის" ბოევიკები შეიჭრნენ. არხის ცნობით, მსხვერპლთა ნეშტების შეგროვების პროცესი აჩვენებს, რომ ტერორისტები წამების სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ იმისდა მიხედვით, თუ რამდენი დრო ჰქონდათ.

ამგვარად, სამხრეთ ისრაელის უდაბნოში SUPERNOVA Sukkot Gathering მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმის დროს ბოევიკებმა მოკლეს ღონისძიების მონაწილეები, ზოგიერთი მათგანი გაიტაცეს, ცეცხლი გაუხსნეს ან ხელყუნბარები ისროლეს საპირფარეშოებში, ნაგვის ურნებსა და მანქანებში, რომელთაც ხალხი თავშესაფრებად იყენებდა თავდასხმის დროს. არხი ხაზს უსვამს, რომ მახლობლად მდებარე კიბუციებზე თავდასხმისას ბოევიკები არ ჩქარობდნენ: ადამიანებს აბამდნენ, აწამებდნენ და ბოლოს ხოცავდნენ.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა სტიუარტ რამსიმ განაცხადა, რომ ის არაერთხელ შეხვედრია "ჰამასის" წარმომადგენლებს და უსაუბრია მათ მებრძოლებთან. ის ამტკიცებს, რომ ადრე მოძრაობის მებრძოლები „უფრო მილიციას ჰგავდნენ, ვიდრე სისხლის მსმელ მკვლელებს და მწამებლებს“. ახლა კი იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებსაც დაღუპულთა ცხედრების გადასვენება ევალებათ, „შემაშფოთებელი და რთულად აღსაქმელია“, მაგრამ მათ სურთ, ყველამ გაიგოს, თუ რამდენად საშინელი იყო ეს მოვლენები, – ხაზგასმით აღნიშნავს რამსი.

მოხალისე სამოქალაქო ორგანიზაცია "ზაკა" ცხედრებს თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგაც პოულობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის იოსი ლანდაუს თქმით, კიბუც კფარ–აზაში აღმოჩენილ ბოლო მსხვერპლს თავი თქონდა მოკვეთილი. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ მსგავსი არაფერი უნახავს და ეს იყო "ჰამასის" აბსოლუტური სისასტიკე.

”გვეგონა, რომ ერთი კვირის თავზე დავასრულეთ მუშაობა, მაგრამ დღეს დილით დავბრუნდით და ვიპოვეთ ადამიანის სხეული თავის გარეში...ჩვენ ვნახეთ ქალები ტანსაცმლის გარეშე, ზურგს უკან ხელები შეკრული ხელებით...ჩვენ ვნახეთ ოჯახები... აქ კიბუცში, ზურგს უკან ხელებშეკრული, ერთმანეთის პირისპირ მსხდომი მშობლები და ბავშვები, რომლებსაც აწამებდნენ...ჩვენ ვნახეთ სხეულები, რომლებიც ყვებოდნენ ამბებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეეძლოთ საუბარი, ისინი ჩვენთან ერთად ტიროდნენ, ”- თქვა ლანდაუმ.

"ზაკას" გუნდმა თავისი სამუშაო შეასრულა ყველა იმ ადგილას, სადაც 7 ოქტომბერს მოხდა ხოცვა-ჟლეტა. ჯგუფის უფროსის თქმით, შესამჩნევი იყო განსხვავებები, თუ როგორ ხოცავდნენ ადამიანებს სხვადასხვა ადგილას. მუსიკალურ ფესტივალზე "ჰამასს" წამებისთვის „დრო არ ჰქონდა“, ამიტომ ბოევიკებმა ადამიანების ხოცვა დაიწყეს.

„ეს თავისთავად არის ომის დანაშაული – უმეტესობას, მე ვიტყოდი, 70%-ს ზურგში ესროლეს“, - განმარტა ლანდაუმ და დასძინა, რომ კიბუცში, პირიქით, ბოევიკებს ჰქონდათ დრო და ჰყავდათ "მუშა ძალა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S