
"ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეები გაფრენისწინა შემოწმებას გაივლიან"
11/12/2019 12:59:34 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მალე დადგება დღის წესრიგში, იქნება გაფრენის წინა შემოწმების პროცედურა, რაც გვჯერა, რომ არის მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემის სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც თავისუფალ სავიზო რეჟიმსა და მიგრაციის საკითხებს მიეძღვნა.
„ჩვენ ვეძებთ გზებსა და საშუალებებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკაში იმისთვის, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს და გაძლიერდეს ახალი კანონმდებლობა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მინიმუმამდე დავიდეს დარღვევების რაოდენობა, უზრუნველვყოთ სრული ლეგალურობა ყველა პარამეტრით, იყოს გასაგები და მუშა. უნდა გავაგრძელოთ კვლევა და არსებული ტრენდი უნდა შევცალოთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ეხება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ და ყველა აქტორმა საქართველოში ეს სერიოზულად მიიღოს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.