Accentnews.ge
წინასწარი მონაცემებით, პოლონეთის არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, პოლონეთის არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

16/10/2023 08:25:40 მსოფლიო

ეგზიტპოლების მონაცემებით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობა" (Prawo i Sprawiedliwość, PiS), რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს. პარტიამ ხმების 36,8% მოიპოვა. თუმცა, ამ შედეგით PiS მიიღებს საკანონმდებლო ასამბლეაში მანდატების ნახევარზე ნაკლებს - 460-დან 200-ს. ამდენად, შესაძლებელია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანების შემდეგ მოახერხონ მმართველი კოალიციის შექმნა.

ლიბერალურმა "სამოქალაქო კოალიციამ" (Koalicja Obywatelska Rzeczpospolitej Polskiej) მიიღო ამომრჩეველთა 31,6%-ის მხარდაჭერა, ხოლო მემარჯვენე ცენტრისტულმა კოალიციამ "მესამე გზა" (Trzecia Droga, TD) და პარტიამ "ახალი მემარცხენე" (Nowa Lewica) - 13% და 8,6%.

15 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, პოლონეთში რამდენიმე საკითხზე ეროვნული რეფერენდუმი გაიმართა. თუმცა, ის ჩავარდნილად ითვლება, რადგან მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 40%-მა, ხოლო აუცილებელი მინიმალური ზღვარი 50%–ია. პოლონეთის მოქალაქეებს სთხოვეს, ეპასუხათ კითხვებზე საპენსიო ასაკის გაზრდის, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, ბელარუსთან საზღვარზე არსებული ბარიერებისა და მიგრანტების მიღების მზადყოფნის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S