Accentnews.ge
BNN Network: თეირანში ირანის დაზვერვის მაღალჩინოსანს თავს დაესხნენ

BNN Network: თეირანში ირანის დაზვერვის მაღალჩინოსანს თავს დაესხნენ

16/10/2023 07:24:20 მსოფლიო

თეირანში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის დაზვერვის ოფიცერზე მუჰამედ აკიკზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ BNN Network საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, თავდასხმის შემდეგად აკიკი მძიმედ დაშავდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

BNN Network წერს, რომ პარალელურად გაჩნდა ინფორმაცია ირანში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის რობერტ მალლის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც თანამდებობიდან ივნისში გაათავისუფლეს, ეჭვის გამო, რომ მან არამართლზომიერად გამოიყენა საიდუმლო დოკუმენტები. ვარაუდობენ, რომ მას შეიძლება ჰქონდეს კავშირები ირანულ ჯაშუშურ ქსელთან, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკელი პოლიტიკოსების მანიპულირებას ირანის სასარგებლოდ.

ერთი დღით ადრე იუწყებოდნენ, რომ ირანი დაემუქრა ისრაელს "ჰამასთან" ომში ჩარევით, თუ IDF არ შეწყვეტდა სამხედრო ოპერაციას ღაზაში. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა თეირანი, რომ თავი შეიკავოს კონფლიქტში ჩარევისგან. აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი ინარჩუნებს კონტაქტებს ირანის ხელისუფლებასთან არაოფიციალური არხებით და მათი მეშვეობით გადასცემს თავის პოზიციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S