ისრაელმა ლიბანთან საზღვარზე მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა
16/10/2023 07:16:06 მსოფლიო
ლიბანის საზღვართან მდებარე ისრაელის 28 დასახლების მაცხოვრებელთა ევაკუაცია განხორციელდება,– Haaretz-ის ცნობით, ამის შესახებ IDF-მა და ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ 16 ოქტომბერს განაცხადეს. განმარტავენ, რომ საუბარია დასახლებებზე, რომლებიც საზღვრიდან არაუმეტეს ორი კილომეტრით არიან დაშორებული. მაცხოვრებლები განთავსდებიან სასტუმროებში სახელმწიფოს ხარჯზე.
ლიბანური "ჰეზბოლა" ყოველდღიურად ახორციელებს სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვას, ხოლო IDF პასუხობს დარტყმებით ლიბანური დაჯგუფების სამიზნეებს. Haaretz აღნიშნავს, რომ "ჰეზბოლას" სურს, აიძულოს ისრაელი, უარი ქვას ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციაზე.
მანამდე ხელისუფლებამ სამხრეთ ისრაელში მდებარე 25 სასაზღვრო კიბუცის მცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელა, რომელთაც თავს დაესხნენ "ჰამასის" ბოევიკები. ამ დასახლებების 13 ათასი მოსახლიდან თითქმის ყველამ დატოვა საკუთარი სახლი. The Times of Israel-ის ცნობით, ქალაქი სდეროტი, რომლის მოსახლეობაც 30 ათასია, 15 ოქტომბრის საღამოსთვის დაახლოებით მკვიდრთა 90% დატოვა.
ბოლო მონაცემებით, "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს დაწყებული თავდასხმის შედეგად ისრაელში დაიღუპა 1400 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. ღაზას სექტორის საპასუხო დაბომბვის შედეგად, არსებული ცნობებით, 2600 ადგილობრივი დაიღუპა.


