Accentnews.ge
"რუსეთის დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდა ისევ დატოვა"

"რუსეთის დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდა ისევ დატოვა"

11/12/2019 16:25:51 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდა ისევ დატოვა. ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„ეს არის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც გრძელდება – როგორც კი საქმე მიდის დევნილთა დაბრუნების საკითხზე, რაც არის პრინციპული საკითხი და მთავრი ნაბიჯი კონფლიქტის თანდათანობით მოგვარებისთვის, აღნიშნულ საკითხზე საუბრის დაწყებისთანავე რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებების მაგიდას“, – განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ახალგორის ოკუპირებული რაიონის მიმართულებით ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვრის საკითხიც განიხილეს. 

„ჩაკეტილი გადასასვლელის გახსნა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ზოგადად, ამ რაუნდის მთავრი ხაზი იყო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. ეს არის ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულება და გვაქვს მოლოდინი, რომ მუშაობა შედეგს გამოიღებს, რაც უახლოეს პერიდოში მოხდება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S