Accentnews.ge
თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

15/10/2023 14:10:50 საზოგადოება

თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლუკა ჭოხონელიძის განცხადებით, აღნიშნული პერფორმანსი ისრაელში დაღუპული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მათ ადგილზე ჰქონდათ ისრაელისა და საქართველოს დროშები და ასევე, მხარდამჭერი ბანერები.

„ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის დაწყება. "ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 15 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S