
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 ოქტომბრიდან დაიწყება
15/10/2023 12:25:14 საზოგადოება
16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა.
როგორც ცნობილია, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდებათ.
„2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:
- დიაბეტის მქონე პირები;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
- ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
- აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
- ორსულები;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
- ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
- სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა”, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.