Accentnews.ge
მედია: უკრაინელები ექსპერიმენტული იარაღით დაესხნენ თავს რაკეტმზიდ "ბუიან"–სა და "პაველ დერჟავინ"–ს

მედია: უკრაინელები ექსპერიმენტული იარაღით დაესხნენ თავს რაკეტმზიდ "ბუიან"–სა და "პაველ დერჟავინ"–ს

13/10/2023 11:45:08 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვაო ძალებთან ერთად შეუტია რუსულ რაკეტმზიდს ბუიან"–ს და გემ "პაველ დერჟავინ"–ს,– ამის შესახებ უკრაინული მედია სადაზვერვო სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ამავე ცნობების მიხედვით, რუსულ მცურავ საშუალებებს საზღვაო დრონების ექსპერიმენტული იარაღით დაარტყეს.

რუსული სამხედრო წყაროებიც იუწყებიან საპატრულო გემის „პაველ დერჟავინის“ დაზიანების შესახებ. კერძოდ, ტელეგრამ–არხმა "Rybar", რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულად ითვლება, დაწერა, რომ დღის პირველ ნახევარში სევასტოპოლის ყურის გასასვლელში თავს დაესხნენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემს. პროექტი "Буян-М" - არის სერია რუსული მცირე სარაკეტო–საარტილერიო ხომალდების მართვადი სარაკეტო იარაღით.

მანამდე ტელეგრამ–არხები იუწყებოდნენ სევასტოპოლში ძლიერი აფეთქების შესახებ, რომელიც ქალაქის შორეულ რაიონებშიც კი იგრძნობოდა. ამასთან, იყო ცნობები, რომ ადგილობრივი ეკლესიები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს რუსი სამხედროებისთვის სისხლის ჩაბარებისკენ.

ქალაქის რუსი მერი ამტკიცებდა, რომ აფეთქება რუსების სამხედრო წვრთნებს უკავშირდებოდა, თუმცა ტელეგრამ–არხები განსხვავებულ ცნობებს ავრცელებდნენ. კერძოდ, წერენ რომ ზღვაში პროექტს "Buyan-M"–ის გემი აფეთქდა.

13 სექტემბერს, დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლზე ღამის თავდასხმის შედეგად ორი რუსული გემი დაზიანდა. ეს ინფორმაცია დეტალების დაზუსტების გარეშე დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.

რუსული მედია, კერძოდ, "ბაზა" წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა სადესანტო გემი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი "როსტოვ-ნა–დონუ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S