Accentnews.ge
პუტინმა საქართველო დსთ–ს წევრად მოიხსენია

პუტინმა საქართველო დსთ–ს წევრად მოიხსენია

13/10/2023 11:21:07 პოლიტიკა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბიშკეკში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის [დსთ] წევრების ლიდერთა შეხვედრაზე საქართველო ორგანიზაციის წევრ ქვეყანად გამოაცხადა მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა თბილისმა ჯერ კიდევ 2009 წელს დატოვა ეს ორგანიზაცია.

"დსთ-ში შემავალი საქართველო და უკრაინა ამ ფორმატში არ მუშაობენ და მოლდოვამ პრაქტიკულად დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია",– თქვა პუტინმა.

ამასთან, ის კვლავ დაკავდა დეზინფორმაციის გავრცელებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს ჰქონდა "შიდა პრობლემების ძალის დახმარებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით“ მოგვარების მცდელობა.

მისივე თქმით, უკრაინამ ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს თანამეგობრობის შესახებ, მაგრამ არ შეუერთდა დსთ-ს სრული ფორმატით და არ მიიღო მონაწილეობა ორგანიზაციის მუშაობაში.

რაც შეეხება მოლდოვას, პუტინის თქმით, "პრაქტიკულად კარგავს იდენტობას, რადგან ქვეყნის ელიტა თავს რუმინელად თვლის".

საქართველო დსთ-ში 1993 წელს გაწევრიანდა, ხოლო ორგანიზაცია სრულად 2009 წელს დატოვა. უკრაინამ 2018 წელს დატოვა ორგანიზაცია, მოლდოვაში შესაბამისი პროცედურები დაიწყეს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ორგანიზაციას დატოვებს სომხეთისც, რომლის პოლიტიკურმა ელიტამ ერევანთან მიმართებით დსთ უმოქმედობაში არაერთხელ დაადანაშაულა.ქვეყნის პრემიერმა უარი განაცხადა ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S