Accentnews.ge
უკრაინაში არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მისი განცხადების გამო, რომ "ქალები უნდა დაახრჩონ"

უკრაინაში არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მისი განცხადების გამო, რომ "ქალები უნდა დაახრჩონ"

13/10/2023 10:27:25 მსოფლიო

უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ინა სოვსუნი იტყობინება, რომელმაც მის წინააღმდეგ დაწერა განცხადება. საფუძველი გახდა არესტოვიჩის "ედვები", რომლებიც მან თავის დახურულ სემინარზე გააჟღერა, შემდეგ კი YouTube-ზე გამოქვეყნდა.

„რა გინდათ, გააკეთოთ ამ არსებებთან მიმართებით, აი, მითხარით, ნორმალურია? დაახრჩო! თან გაშვების გარეშე. [...] ამ წუწუნით, მარადიული შფოთვით, კონტროლის, კასტრაციის მცდელობით და ა.შ. [...] კითხვა: რატომ არ შეგიძლიათ მათი დახრჩობა? ნუ, დაგაპატიმრებენ, ხოლო სიამოვნება, რომელსაც მივიღებთ? დაფიქრდით, გრძელვადიანი, გრძელვადიანი სიამოვნება“,– ეს მოკლე ამონარიდია მისი ძალადობის წამახალისებელი გამოსვლიდან.

„დღეს მივიღე პასუხი პოლიციიდან წინასწარი გამოძიების დაწყების შესახებ“, - წერს სოვსუნი და დასძენს, "ასევე მაქვს პასუხი გენერალური პროკურორისგან, რომ საქმე გადაეცა კიევის საქალაქო პროკურატურას“.

საქმე აღიძრა მუხლით, „ძალადობისა და სისასტიკის კულტის ხელშემწყობი პროპაგანდის გავრცელება“. მუხლი თავისუფლების სამ წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S