ყირიმთან კიდევ ერთი რუსული გემის აფეთქების და ორის დაზიანების შესახებ იუწყებიან
13/10/2023 09:57:21 მსოფლიო
სევასტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც ქალაქის შორეულ რაიონებშიც კი იგრძნობოდა, იუწყებიან ადგილობრივი ტელეგრამ–არხები.
მათი ცნობით, აფეთქების ტალღამ გარეუბნებში სახლების კედრები შეაზანზარა, რაც აქამდე არ შეიმჩნეობა.
გარდა ამისა, იუწყებიან, რომ ადგილობრივი ეკლესიები ავრცელებენ ცნობებს დაჭრილი რუსი სამხედროებისთვის სისხლის დეფიციტის შესახებ და მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.
ქალაქის რუსი მერი ამტკიცებს, რომ აფეთქება რუსების სამხედრო წვრთნებს უკავშირდება, თუმცა ტელეგრამ–არხები განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ. კერძოდ, წერენ რომ ზღვაში პროექტს "Buyan-M"–ის გემი ზღვაში აფეთქდა.
13 სექტემბერს, დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლზე ღამის თავდასხმის შედეგად ორი რუსული გემი დაზიანდა. ეს ინფორმაცია დეტალების დაზუსტების გარეშე დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
რუსული მედია, კერძოდ, "ბაზა" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სევასტოპოლზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა სადესანტო გემი "მინსკი" და წყალქვეშა ნავი "როსტოვ-ნა–დონუ".


