Accentnews.ge
საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6 %–ით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6 %–ით გაიზარდა

13/10/2023 08:32:06 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 607.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ. აშშ დოლარი იყო – ზრდამ 18.3 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 705.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S