Accentnews.ge
Jerusalem Post-მა დაადასტურა ცნობები კფარ–აზაში ჩვილების დაწვისა და თავების მოკვეთის შესახებ [ფოტო]

Jerusalem Post-მა დაადასტურა ცნობები კფარ–აზაში ჩვილების დაწვისა და თავების მოკვეთის შესახებ [ფოტო]

12/10/2023 19:59:28 მსოფლიო

ისრაელში, 12 ოქტომბრის შუადღის მდგომარეობით, 854 ცხედარი გადაასვენეს იმ პუნქტებში, სადაც მიმდინარეობს პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლთა იდენტიფიცირება. The Jerusalem Post-ის ცნობით, უკვე იდენტიფიცირებულია 361 გარდაცვლილი, დაკრძალულია 264 ადამიანი. დაღუპულთაგან ზოგიერთის იდენტიფიცირება რთულია, რადგან ცხედრები დამწვარი ან დასახიჩრებულია.

Jerusalem Post ასევე იტყობინება, რომ მას შეუძლია, გადამოწმებულ ფოტოებზე დაყრდნობით დაადასტუროს, რომ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული ცნობები კფარ–აზაში ჩვილების დაწვისა და თავების მოკვეთის შესახებ, სიმართლეს შეესაბამება.

როგორც ისრაელის ყოფილმა პოლიციელმა სერგეი მიგდალმა The Insider-ს განუცხადა, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, მსხვერპლი ცოცხლად დაწვეს თუ სიკვდილის შემდეგ:

„ბოევიკები ხშირად ცეცხლს უკიდებდნენ სახლებს და მანქანებს, რომლებშიც მათ მერ დახვრეტილი ადამიანები იყვნებ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზების გარკვევას სასამართლო ექსპერტიზა შეძლებს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ასეთი მონაცემები ჯერ არ არსებობს“.

კიბუც ბერში ტერორისტებმა ცეცხლი წაუკიდეს სახლებს, რათა ხალხი ეიძულებინათ, თავშესაფრებიდან გამოსულიყვნენ, – წერს The Times of Israel. კვამლისგან დახრჩობის თავიდან ასაცილებლად თავშესაფრები დატოვეს ადამიანებმა. ბერიდან გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს სახლების დამწვარი კედლები და ასევე დამწვარი მანქანები.

კიბუცის მკვიდრმა რეიმ იმრი ბუნიმმა, რომელიც მეზობლებთან ერთად დამოუკიდებლად იცავდა მათ კომუნას, ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ "ჰამასის" ბოევიკები დაწვისათ იყვნენ დაკავებულნი. მისი თქმით, ტერორისტებმა ცეცხლი წაუკიდეს სახლებს, სადაც ხალხი იმყოფებოდა, ამიტომ, კიბუცის დამცველებს მოუწიათ არა მხოლოდ საპასუხო ცეცხლის გახსნა, არამედ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა დამწვარი სახლებიდან გამოსვლაში.

სამხრეთ ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 1300-ს აღწევს, მათ შორის ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობაა. ყველაზე მეტი დაღუპული აღმოაჩინეს სუპერნოვას მუსიკალური ფესტივალის ადგილზე ღაზას სექტორის საზღვართან (260 ადამიანი), ასევე კიბუციმ ბერსა და კფარ–აზაში (თითოეულში 100-ზე მეტი მსხვერპლი).

Jerusalem Post აღნიშნავს, რომ ისრაელს აქვს მოქალაქეთა ერთიანი მონაცემთა ბაზა. კერძოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას ისრაელის მოქალაქეები წარადგენენ დნმ-ის ნიმუშებს, თითის ანაბეჭდებს და სტომატოლოგიურ ფოტოებს. შეტევაში მონაწილე "ჰამასის" ათასზე მეტი მებრძოლის ცხედარი ასევე შეგროვდა ისრაელში. ისინი ცალკე ადგილზე გადაიტანეს. გაურკვეველია, როგორ წარიმართება იდენტიფიკაციის პროცედურა ამ შემთხვევაში, –აღნიშნავს The Jerusalem Post.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S