მედია: დიდი ბრიტანეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თვითმფრინავებს და გემებს გზავნის
12/10/2023 19:22:50 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავებს, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების ორ გემს განალაგებს,– წერს, მათ შორის, BBC.
მედია აღნიშნავს რომ ეს “ისრაელის მხარდასაჭერად” კეთდება. მანამდე ისრაელში იმყოფებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს, “თვალი ვადევნოთ რეგიონალური უსაფრთხოებისადმი საფრთხეებს, ისეთებს როგორიცაა, ტერორისტული ჯგუფებისთვის იარაღის გადაცემა”,– წერს BBC.
ამასთან, მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი ისრაელის საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენებს განახორციელებს.
მანამდე ისრაელის წყლებში აშშ–ის ავიამზიდი შევიდა.
დღეს ისრაელში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა. ის შეხვდა პრემიერ –მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და დაარწმუნა მხარდაჭერაში.
ამასთან, ბლინკენმა თელ-ავივში განაცხადა, რომ ისრაელის შემდეგ საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა.
მან განმარტა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, დაარწმუნოს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები, თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაფართოება ღაზას სექტორის გარშემო. გარდა ამისა, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა "ჰამასზე", რათა უზრუნველყონ მძევლების გათავისუფლება. სხვადასხვა მონაცემებით, ტყვეობაში 100–დან 150–მდე ადამიანი რჩება.


