პრეზიდენტი: მოუთმენლად ველი, საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში აშშ-სთან ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას
12/10/2023 19:16:44 მსოფლიო
მოუთმენლად ველი, საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში აშშ-ის ახალ დანიშნული ელჩის რობინ დანიგენისგან რწმუნებათა სიგელი მივიღე
მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას”, - წერს პრეზიდენტი.


