Accentnews.ge
The Bell: რუსეთმა, სანქციების ფონზე, თითქმის 40%-ით გაზარდა იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან

The Bell: რუსეთმა, სანქციების ფონზე, თითქმის 40%-ით გაზარდა იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან

12/10/2023 18:39:08 პოლიტიკა, მსოფლიო

The Bell-ის მიერ შესწავლილი და გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთმა, დასავლეთის სანქციების პირობებში, მეზობელი ქვეყნებიდან საქონლის იმპორტი 5,2 მილიარდი დოლარით, ანუ 37%-ით გაზარდა. ეს ზრდა ხდება იმ პერიოდში, როდესაც ევროპული ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც განიმარტა, 2022 წლის დასაწყისიდან რუსეთმა საკუთარ საბაჟო სტატისტიკაზე წვდომა შეზღუდა, თუმცა გამოცემამ გამოიყენა "სარკისებრი" მონაცემები – აგროვებდა ინფორმაციას რუსეთში ექსპორტის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებიდან. ჟურნალისტებმა ყაზახეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და თურქეთიდან საექსპორტო მონაცემები სამთავრობო სტატისტიკისა და გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკის მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლეს. ამ მონაცემებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთში ექსპორტმა 8,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, ერთი წლის შემდეგ ამ მაჩვენებელმა 14,1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

როგორც აღინიშნა, ევროპული ექსპორტის მოცულობა რუსეთში, სანქციების პირობებში, 2022 წლის ბოლოსთვის ბოლო 18 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა. ევროკავშირიდან რუსეთში მთლიანმა ექსპორტმა გასულ წელს 59 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებმა აქტიურად გაზარდეს საქონლის მიწოდება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. 2022 წელს ევროკავშირიდან მთლიანი საქონლის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა და 130 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2023 წლის პირველ ექვს თვეში ეს მაჩვენებელი 75,8 მილიარდი დოლარია, რაც 22%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, რუსეთის მეზობელი ქვეყნებიდან საქონლის ექსპორტმა 2021 წელს 17,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი 33%-ით, 25,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

როგორც ევროსტატი აღნიშნავს, 2022 წელს ევროპამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქონლის გარკვეული ჯგუფების ექსპორტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. მათ შორისაა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, მიკროელექტრონიკა, ელექტრომოწყობილობა, სატრანსპორტო აღჭურვილობა, კომპიუტერები, სერვერები, მყარი დისკები, სმარტფონები.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს მოქალაქეებიდან აშშ–ის სანქციების ქვეშ იმყოფება საქართველოს ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. მალევე საქართველოს ევროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა საქართველოს მოქალაქეებისთვის. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S