Accentnews.ge
რუსული პირველი არხის ყოფილმა რედაქტორმა ოვსიანიკოვამ საფრანგეთში მოწამვლის მცდელობის შესახებ განაცხადა

რუსული პირველი არხის ყოფილმა რედაქტორმა ოვსიანიკოვამ საფრანგეთში მოწამვლის მცდელობის შესახებ განაცხადა

12/10/2023 18:19:55 მსოფლიო

პარიზის პროკურატურამ რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორის მარინა ოვსიანიკოვას შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – წერს Le Figaro. ეს ინფორმაცია გამოცემას უწყებაში დაუდასტურეს.

გამოცემის ცნობით, ოვსიანიკოვა შეუძლოდ გახდა 12 ოქტომბრის შუადღეს, მას შემდეგ, რაც პარიზში საკუთარი საცხოვრებელი ბინის კარი შეაღო და გაურკვეველი ფხვნილი აღმოაჩინა. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ის „რუსებმა მოწამლეს“, – წერს გამოცემა.

თავად მარინა ოვსიანიკოვას საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მარინა ოვსიანიკოვა ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წლის მარტში რუსულ პირველ არხზე პირდაპირ ეთერში გამოვიდა ომის საწინააღმდეგო პლაკატით. იგი გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვში დაბრუნდა და ანტისაომარ აქციებში მონაწილეობდა, ამის გამო სამჯერ დააჯარიმეს. მოგვიანებით კი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა. ამ შემთხვევაში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საბაბი გახდა მოსკოვში პიკეტის მოწყობა. ოვსიანიკოვას ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით: „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ გაჩერდეთ?!“.

ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა განუსაზღვრეს, თუმცა მან არასრულწლოვან შვილთან ერთად რუსეთიდან გაქცევა მოახერხა. ცოტა ხნის წინ მას რუსულმა სასამართლომ 8.5–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S