ისრაელში პენტაგონის მეთაურს ელიან
12/10/2023 18:01:58 მსოფლიო
პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი შესაძლოა, ისრაელს 13 ოქტომბერს ესტუმროს,– ამის შესახებ ისრაელის გამოცემა Haaretz იტყობინება.
"მოსალოდნელია, რომ ოსტინი ისრაელში პარასკევს ჩამოვა", - ნათქვამია შეტყობინებაში.
მისი ვიზიტის დეტალები არ ვრცელდება.
მანამდე ისრაელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა. ის შეხვდა პრემიერ –მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და დაარწმუნა მხარდაჭერაში.
ამასთან, ბლინკენმა თელ-ავივში განაცხადა, რომ ისრაელის შემდეგ საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა.
მან განმარტა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, დაარწმუნოს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები, თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაფართოება ღაზას სექტორის გარშემო. გარდა ამისა, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა "ჰამასზე", რათა უზრუნველყონ მძევლების გათავისუფლება. სხვადასხვა მონაცემებით, ტყვეობაში 100–დან 150–მდე ადამიანი რჩება.


