Accentnews.ge
ბლინკენი ისრაელის შემდეგ კიდევ ხუთ ქვეყანაში ჩავა

ბლინკენი ისრაელის შემდეგ კიდევ ხუთ ქვეყანაში ჩავა

12/10/2023 17:52:19 მსოფლიო

ისრაელის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა.

როგორც ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რომ კონფლიქტი არ გაფართოვდეს, ამასთან, გამოიყენონ ამ ქვეყნების ბერკეტი "ჰამასზე" მძევლების "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" გასათავისუფლებლად. შესაბამისად, თითოეულ სეხვედრაზე ამ საკითხების დაყენება იგეგმება. სხვადასხვა მონაცემებით, ამჟამად "ჰამასის" ტყვეობაში ღაზას სექტორში 100–დან 150–მდე ადამიანი იმყოფება. "ჰამასი" აცხადებს, რომ არ აპირებს ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამდე, თავის მხრივ ისრაელი, რომელმაც ბლოკადაში მოაქცია ღაზას სექტორი, აცხადებს, რომ არ მიაწვდის რეგიონს წყალს, ელექტროენერგიას, საკვებს, ვიდრე მძევლები შინ არ დაბრუნდებიან.

მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრებზე ის ასევე ისაუბრებს უფრო მშვიდობიანი, წარმატებული და უსაფრთხო რეგიონის მიღწევის გზებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S