ხვალ ისრაელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა
12/10/2023 15:48:39 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ ისრაელში ჩავა, - იუწყება სამინისტროს პრესსპიკერი.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტს წინ უძღოდა ბერლინში გამართული მოლაპარაკებები: ბერბოკი კატარის ემირს შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანს შეხვდა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს თავის ოფიციალურ საპარლამენტო გამოსვლაში განაცხადა, რომ ხელისუფლება გერმანიაში აკრძალავს რადიკალურ ჯგუფ "ჰამასის", ასევე პროპალესტინური ასოციაციის "სამიდუნის" მხარდამჭერ საქმიანობას. ადრე ამ ორგანიზაციის წევრებმა გერმანიის საზოგადოებრივ ადგილებში ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის აღსანიშნავად ზეიმი გამართეს.
შოლცმა ბუნდესტაგს განუცხადა, რომ ვინც მხარს უჭერს ან განადიდებს "ჰამასს" გერმანიაში, ეთანხმება მკვლელობებს და მოუწოდებს დანაშაულებრივი ქმედებებისკენ, ან დაწვავს ისრაელის დროშებს, დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დევნას.
შოლცმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს ისრაელს. „ისრაელის უსაფრთხოება გერმანული სახელმწიფო პრინციპია“, - განაცხადა კანცლერმა. მისი თქმით, ჰოლოკოსტის ისტორია გერმანიას აკისრებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ისრაელს მისი უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა. ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
არსებული ცნობებით, ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს უნდა შეხვდეს, ხოლო 13 ოქტომბერს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 13 ოქტომბერს კატარში გაემგზავრება, სადაც ასევე გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს.
ამ კვირის დასაწყისში კატარი მედიატორობას ცდილობდა ღაზას სექტორში ტყვეობაში მყოფი ქალებისა და ბავშვების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან 36 ქალის გათავისუფლების საქმეში.
მანამდე ისრაელში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.


