
USAID-ის მხარდაჭერით ახალი კინემატოგრაფიული ხელოვნების სკოლა და კინოს წარმოების სტუდია გაიხსნა
12/10/2023 15:25:40 საზოგადოება
დღეს, 12 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მიშელ კოშიელსკიმ მონაწილეობა მიიღო ახალი კინემატოგრაფიული ხელოვნების სკოლისა და კინოს წარმოების სტუდიის გახსნაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში.
როგორც განიმარტა, ახალი სკოლა, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ, დაეხმარება მოამზადოს საქართველოს მოსახლეობა სწრაფად მზარდ კინოინდუსტრიაში სამუშაოდ.
"ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს პროფესიონალებსა და სტუდენტებს ისეთი უნარების განვითარებაში, რაც შესაძლებლობას მისცემთ მათ წარმატებას მიაღწიონ თანამედროვე სამუშაო ძალის ფორმირებაში",– განმარტავენ USAID–ში და დასძენენ, რომ USAID-ის მხარდაჭერა არის აშშ-ს მთავრობის ვალდებულების ნაწილი, პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს ევროპასთან ინტეგრირებული ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაში.