ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას აშშ–ის, სულ მცირე, 25 მოქალაქე ემსხვერპლა
12/10/2023 14:53:02 მსოფლიო
“ჰამასის” თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ ან დაიკარგნენ ადამიანები 36 ქვეყნიდან, ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა - ვერ ცერთი რეგიონი ვერ გადაურჩა „ჰამასის“ სისხლიან ხელებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში, ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კვლავ იზრდება და მათ შორის ამერიკის, სულ მცირე, 25 მოქალაქეა.
„ჩვენ ვიცით, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს ან მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს. ჩვენ ვიცით, რომ „ჰამასი“ არ იცავს მომავალს, რომელიც პალესტინელებს სურთ საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის. „ჰამასს“ აქვს მხოლოდ ერთი დღის წესრიგი - გაანადგუროს ისრაელი და მოკლას ებრაელები“, - აღნიშნა ბლინკენმა.
გარდა ამისა, ცნობლია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან მათ შორისაც, რომლებიც "ჰამასის" ბოევიკებმა გაიტაცეს ისრაელის ტერიტორიიდან.


