Accentnews.ge
IOC–მა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა

IOC–მა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა

12/10/2023 14:46:20 მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა. გადაწყვეტილება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ თავის შემადგენლობაში ე.წ. “სპორტული ორგანიზაციების” მიღებას უკავშირება რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიერ რეგიონებიდან.

“ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის 5 ოქტომბერს მიიღო, საკუთარ შემადგენლობაში რეგიონალური სპორტული ორგანიზაციების მიღების შესახებ, რომლებიც უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მმართველობაში იმყოფებიან (კონკრეტულად კი დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების), წარმოადგენს ოლიმპიური ქარტიის დარღვევას, ვინაიდან უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად არის აღიარებული”, - წერია IOC–ს განცხადებაში.

გადაწყვეტილება დაუყონებლივ შედის ძალაში. შესაბამისად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს აღარ აქვს უფლება, იმოქმედოს როგორც ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (როგორც ეს ოლიმპიურ ქარტიაში არის განსაზღვრული) და ოლიმპიური მოძრაობისგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S