Reuters: ისრაელის თავდაცვის მინისტრმა NATO–ელ კოლეგებს "ჰამასის" სისასტიკის ამსახველი ავთენტური კადრები უჩვენა
12/10/2023 13:54:05 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ნატოელ კოლეგებს "ჰამასის" ბოევიკების თავდასხმების შედეგების ამსახველი შემზარავი ვიდეოკადრები აჩვენა,– წერს Reuters.
როგორც გამოცემას დიპლომატებმა უამბეს, ისინი გაოგნებულები იყვნენ "ჰამასის" სისასტიკის ამსახველი ავთენტური ვიდეოჩანაწერებით", რომლებიც მათ გალანტმა აჩვენა.
"ეს საშინელება იყო. ამან ყველა აიძულა, გაეცნობიერებინათ, რა მოხდა რეალურად", - თქვა ერთმა დასავლელმა დიპლომატმა გამოცემასთან კომენტარში.
Reuters-ის კიდევ ერთმა წყარომ ისაუბრა „შოკისმომგვრელ კადრებზე“ და ნატოს მოკავშირეებს ისრაელის მხარდაჭერაში ერთიანები უწოდა.
ვიდეო შეიცავს „ვიზუალურ ელემენტებს“ „გარკვეული დაბინდვით მსხვერპლთა ღირსების დასაცავად“, - აღნიშნა სხვა ოფიციალურმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "ჰამასის" ბოევიკები ისრაელის დასახლებულ პუნქტებში შეიჭრნენ. მათ მოკლეს და გაიტაცეს სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ტერორისტებმა თავიანთი სისასტიკის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. საპასუხოდ, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია ბოევიკების წინააღმდეგ.


