Accentnews.ge
ფედოროვი: რუსებმა ტოკმაკიდან ნაწილობრივი ევაკუაცია დაიწყეს

ფედოროვი: რუსებმა ტოკმაკიდან ნაწილობრივი ევაკუაცია დაიწყეს

12/10/2023 13:03:48 მსოფლიო

მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის გამო, რუსი სამხედროები ნაწილობრივ ევაკუაციას ახორციელებენ ტოკმაკიდან ზაპოროჟიეს რეგიონის სხვა ოკუპირებულ ქალაქებში.

„ჩვენი სამხედროები ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ ზაპოროჟიეს რეგიონში მელიტოპოლისკენ. რა ტენდენცია გვაქვს მტრებთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა, დღეს უკვე შეგვიძლია, დავადასტუროთ ინფორმაცია, რომ მტერმა ტოკმაკიდან და მოლოჩანსკიდან თავისი შენაერთების ნაწილი გაიყვანა. მაგალითად, ტოკმატის არალეგალური „აღმასრულებელი კომიტეტის“ თანამშრომლების თითქმის ნახევარი გაიყვანეს, შეიძლება, მეტიც. ასევე განხორციელდა ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ევაკუაცია, FSB-ს ზოგიერთი ნაწილის და ყველა სამხედრო მოსამსახურემ თავისი ნათესავების ევაკუაცია განახორციელა. სამწუხაროდ, ამჟამად ისინი გადაჰყავთ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდხანს ნამდვილად არ გაგრძელდება“, - თქვა ფედოროვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S