მედია: აშშ–მა მოკავშირეებთან რუსეთის გაყინული რეზერვების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი გაააქტიურა
12/10/2023 12:50:21 მსოფლიო
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები აქტიურად მოუწოდებდნენ დასავლელ მოკავშირეებს, გამოიყენონ გაყინული რუსული რეზერვები უკრაინის დასახმარებლად. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო გადამწყვეტ პოზიციას იკავებს ამ საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თანხა მოხმარდება არა სამხედრო დახმარებას, არამედ ქვეყნის აღდგენას,– განუცხადა The Washington Post-ს სიტუაციის მცოდნე სამმა პირმა.
ერთ-ერთი მათგანის თქმით, ეს თემა „რა თქმა უნდა, კვლავ განხილვის საგანი გახდა“:
"აშშ გახდა ბევრად უფრო ღია არა იმ მიმართულებით, რომ არა მხოლოდ კონფისკაცია განახორცილონ, არამედ აქტიურად გამოიყენონ რუსული რეზერვები".
სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა ოთხშაბათს დასავლელ კოლეგებთან შეხვედრაზე მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც განიხილება ევროკავშირში, რუსეთის საბანკო აქტივებზე საშემოსავლო გადასახადის შემოღების თაობაზე და ამ თანხების უკრაინაში გადარიცხვის შესახებ. ამის გაკეთება საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი. კიევი უკვე განიხილავს იდეას, რომ გამოიყენოს ეს ფული და ზოგიერთი ჩამორთმეული რუსული აქტივები, როგორც გირაო კერძო ინვესტორებისგან კაპიტალის ბაზარზე მეტი რესურსის მოსაზიდად, – განუცხადა WaPo-ს დისკუსიებში გარკვეულმა ორმა სხვა ადამიანმა.
ასევე ოთხშაბათს ბელგიამ გამოაცხადა უკრაინისთვის 1,7 მილიარდიანი ევროს დახმარების ფონდის შექმნის შესახებ; ის დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით.
აშშ-ის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ლოურენს სამერსმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აძლევდა რჩევებს ბაიდენს, განიხილა რეზერვების გადაცემა უკრაინელ ოფიციალურ პირებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და ხაზინის მდივანთან, თქვა WaPo-ს ერთ-ერთმა წყარომ. ”ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სწორია იმის გაკეთება, რაც პოლიტიკურადაც მიზანშეწონილია”, - თქვა სამერსმა. ”რუსული რეზერვების გამოყენება და არა ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულის, სწორია როგორც ეკონომიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით".


