
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური მწყემსის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
11/12/2019 12:23:15 სხვა, სამართალი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური კომენტარს აკეთებს.
სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 6 დეკემბერს საქართველოს მხრიდან მწყემსმა ცხვრის ჯოგთან ერთად გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც შეამჩნიეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა.
„მესაზღვრეებმა ჯოგის გარეკვა სცადეს, თუმცა მათთან ერთად მყოფი ათამდე ძაღლი მესაზღვრეებს თავს დაესხა. მესაზღვრეებმა დაშინების მიზნით ჰაერში ცეცხლი გახსნეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და მესაზღვრეები იძულებული გახდნენ ესროლათ ძაღლების მიმართულებით. შემდეგ კი, მათ შეამჩნიეს მწყემსი, რომელიც მიწაზე იწვა. იგი თვის არეში იყო დაჭრილი. მწყემსს აღმოუჩინეს სამედიცინიო დახმარება და იგი გადაყვანილია საავადმყოფოში“, - ნათქვამია უწყების კომენტარში.
აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მწყემსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სამხედრო პროკურატურა გამოძიებას აწარმოებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
"საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინცინდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისათვის დამაკმაყოფილებელია.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლებენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები" - განუცხადეს "აქცენტს" უწყებაში.