დონეცკის რეგიონში რუსებისთვის მნიშვნელოვანი ხიდი დაინგრა
12/10/2023 11:03:14 მსოფლიო
დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ გორლოვკასა და იასინოვატოის შორის მდებარე გზატკეცილზე რუსებისთვის მნიშვნელოვანი ხიდი განადგურდა. კადრები ინტერნეტში გამოქვეყნდა.
ოკუპირებული იასინოვატოის ე.წ. „მერმა“ დიმიტრი შევჩენკომ განაცხადა, რომ ხიდს, უკრაინელმა სამხედროებმა დაანგრიეს. ამასთან, უკრაინის სარდლობას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ხიდი მთლიანად დანგრეულია. ამავდროულად, ისმის აფეთქებების და სროლის ხმები.
ოკუპანტები ამ მოკლე გზას იყენებდნენ დროებით ოკუპირებულ გორლოვკადან ოკუპირებულ დონეცკში შედარებით სწრაფად გადასასვლელად. გარდა ამისა, იასინოვატიო მდებარეობს ავდეევკას მახლობლად, სადაც ოკუპანტებმა ბოლო დღეებში გააძლიერეს თავდასხმები. ბახმუტიც და კუპიანსკ-ლიმანის ხაზი ასევე რჩება ბრძოლის ეპიცენტრად.
პარალელურად, ოკუპანტები მასიურად ბომბავდნენ ავდიევკას და მეზობელ დასახლებებს. თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ რუსები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამ მიმართულებაზე უკრაინელებმა 20-მდე თავდასხმა მოიგერიეს.
ანალიტიკოსების შეფასებით, რუსები ამ მიმართყლებაზე იმიტომ გააქტიუდნენ, რომ ამ გზით სურთ უკრაინის თავდაცვის ძალების გაყვანა რაბოტინოდან, სადაც ისინი ახორციელებენ შეტევას და უკრაინის სტარტეგიული ძალები მიაბან ამ მიმართულებას.


