Accentnews.ge
რუმინეთის ტერიტორიაზე კვლავ ჩამოვარდა რუსული დრონი

რუმინეთის ტერიტორიაზე კვლავ ჩამოვარდა რუსული დრონი

12/10/2023 10:37:52 მსოფლიო

რუსეთის ძალების მიერ ღამით უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი მორიგი იერიშის შემდეგ, რუმინეთში კვლავ იპოვეს რუსული დრონების ფრაგმენტები,– იუწყება რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.

როგორც იტყობინებიან, დრონი მინდორში ჩამოვარდა მდინარე ჩილიას მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქ პლაურას დასავლეთით დაახლოებით 3 კილომეტრში. ფრაგმენტები გამთენიისას იპოვეს. ვარაუდობენ, რომ აპარატი ჩამოვარდა და დაცემის შემდეგ აფეთქდა.

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს უკრაინის დუნაის საპორტე ობიექტებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. თავდასხმები აღწერილია, როგორც გაუმართლებელი და სერიოზულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთში რუსული დრონები მანამდეც აღმოაჩინეს. 4 სექტემბრის ღამეს, ოდესის რეგიონზე რუსული თავდასხმების დროს, "შაჰედის" ფრაგმენტები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა. მოგვიანებით ქვეყანაში კიდევ რამდენჯერმე აღმოაჩინეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S